Friday, July 22, 2016

22 ივლისი....ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე....ცხელა...ირგვლივ სიჩუმეს და სიცარიელეს ვგრძნობ.რატომო-იკითხავთ...ჩემი სამი ცელქი გოგონა სახლში არა არის...ეს ყველაფერი მაგის ბრალია...

ჩემი მაშა,მარუსია..დედიკოს გულის სითბო და სხივი
ესენი კიდევ ორი ერთნაირი გადარეული:ქეთა და თეკლა...დედიკოს გულის გამხარებლები

ყველაზე მეტად მოყვარხართ ამ ქვეყნად...უთქვენოდ ცხოვრება უსხივოსნოა,უფერულია

Tuesday, July 12, 2016

კომპეტენციები,რომლებიც შევიძინე

მეორე დონის ტრენინგზე მუშაობისას უამრავი  რამ შევისწავლე:კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო საინტერესოს და მოტივირებულს გავხდი სასწავლო პროცესს;დავგეგმავ გაკვეთილებს,გავაკეთებ პრეზენტაციებს,ვიმუშავებ პროექტებზე.მიხარია,რომ დღეიდან ბლოგერი ვარ და  შევეცდები,რომ  ჩემს ბლოგზე უამრავ საინტერესო მასალას განვათავსებ.
ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო მუშაობისთვის ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ლალის!

Monday, July 11, 2016

ტრენინგის პორტფოლიო

                          პორტფოლიო

მესამე მოდულის შეფასება

მესამე მოდულზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა,ვინაიდან ჩვენ შევისწავლეთ პროექტზე მუშაობა და მისი ბლოგზე განთავსება.მე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ვარ ბლოგერი და ჩემს ბლოგზე შევძლებ ბევრ საინტერესო თემაზე მუშაობას, ავტირთავ შესაბამის თემასთან შესაბამის  ფოტოს.

Wednesday, July 6, 2016

სასწავლო პროეექტი




ბრბო-პიროვნების წინააღმდეგ(მარიტა)
პროექტის დასახელება: ხიდჩატეხილობა საზოგადოებასა და პიროვნებას შორის.


პროექტის იდეა:მოსწავლეები შეისწავლიან ილია ჭავჭავაძის,,სარჩობელაზედ", და გაიაზრებენ თითოეული ადამიანის როლს საზოგადოებაში,იმსჯელებენ მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე,ბრბოს ფსიგოლოგიაზე და იმ პრობლემურ საკითხზე,რასაც ადამიანთა ერთმანეთის მიმართ გულგრილობა ჰქვია.

.პროექტის აქტუალობა:ხიდჩატეხილობის პრობლემა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის,ადამიანთა გულგრილობა და დესპოტიზმი ერთმანეთის მიმართ ყოველ ეპოქაში აქტუალური საკითხია.ჩვენი კლასიკოსები ამ თემას ნათლად ასაჯაროვებდნენ.მოსწავლეები შესწავლილი მასალების საფუძველზე ისწავლიან სამართლიან დამოკიდებულებებს,მოვალეობებს,როგორც საკუთარი,ასევე სხვა დანარჩენ საზოგადოებასთან მიმართებაში.


ეშმაკის მიერ მიწვდილი ქვა ბრბოს ხელში











პროექტის მიზნები: მოსწავლეები სიღრმისეულად შისწავლიან ი.ჭავჭავაძის,მ.ჯავახიშვილის,გ.ლეონიძის ნაწარმოებებს.გამოარკვევენ იმდროინდელი ,,ხიდჩატეხილობის" პრობლემას პიროვნებასა და საზოგადოებას შორის.ყურადღებას გაამახვილებენ დღევანდელ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებზე.იმსჯელებენ რას ნიშნავს მათთვის ადამიანის მიერ ადამიანის გარიყვა,მის მიმართ გულგრილობის გამოჩენა,მოკვლა...შეეცდებიან იპოვონ პასუხი მეტად საჭირბოროტო კითხვას:ვინ არის დამნაშავე? და დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს.


მონაწილეთა ასაკი:15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:3 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტო-მასალები,ჩანაწერის ბუკლეტები,სტატისტიკის ამსახველი დიაგრამები,ესეები,პრეზენტაციები;

პროექტების საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,კალმები,რვეულები;

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები:მოსწავლეები სწავლობენ ნაწარმოებს,მართავენ საკლასო დისკუსიას,გადიან კლასის გარე-საზოგადოებაში,ხვდებიან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელ,იწერენ ინტერვიუებს,ეცნობიან ადამიანთა შეხედულებებსა და დამოკიდებულებას მათ მიერ წამოჭრილ პრობლემურ საკითხზე.აწარმოებენ ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ  მუშაობას.ავსებენ ცხრილებსა და დიაგრამებს,წერენ ესეებს,აკეთებენ პრეზენტაციებს.აკეთებენ ბუკლეტებს სათაურით:სიკვდილი!-არა ,დასჯის გზა!

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართ.IX.2მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართIX.6.მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

პროექტის ხელმძღვანელი:ეკა გიგოლაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:eka.gigolashvili25@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

Tuesday, July 5, 2016

ზაფხულია...

ზაფხული....ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო...მძის სხივები სასიამოვნოდ იფანტება დედამიწის გულში და გვათბობს ჩვენც.როცა მზე გამცხუნვარდება,  ზღვა ხელს გვიქნევს.რა თქმა უნდა,შეძლებისდაგვარად ვტკბებით ამ ნეტარებით
.

ტექნოლოგიების გამოყენება ქართულის გაკვეთილზე

იმისათვის,რომ უფრო საინტერესო გავხადო ქართულის გაკვეთილი,შევეცდები გამოვიყენო სხვადასხვა ტექნოლოგია:შევადგინო სქმემები და დიაგრამები სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად.ავაწყო სლაიდები,ავტვირთო ფოტოები,ინტერნეტ სივრის საშუალებით მოვიძიო და გადმოვიტანო ჩემს ბლოგში.