ბრბო-პიროვნების წინააღმდეგ(მარიტა) პროექტის დასახელება: ხიდჩატეხილობა საზოგადოებასა და პიროვნებას შორის. |
პროექტის იდეა:მოსწავლეები შეისწავლიან ილია ჭავჭავაძის,,სარჩობელაზედ", და გაიაზრებენ თითოეული ადამიანის როლს საზოგადოებაში,იმსჯელებენ მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე,ბრბოს ფსიგოლოგიაზე და იმ პრობლემურ საკითხზე,რასაც ადამიანთა ერთმანეთის მიმართ გულგრილობა ჰქვია.
.პროექტის აქტუალობა:ხიდჩატეხილობის პრობლემა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის,ადამიანთა გულგრილობა და დესპოტიზმი ერთმანეთის მიმართ ყოველ ეპოქაში აქტუალური საკითხია.ჩვენი კლასიკოსები ამ თემას ნათლად ასაჯაროვებდნენ.მოსწავლეები შესწავლილი მასალების საფუძველზე ისწავლიან სამართლიან დამოკიდებულებებს,მოვალეობებს,როგორც საკუთარი,ასევე სხვა დანარჩენ საზოგადოებასთან მიმართებაში.
ეშმაკის მიერ მიწვდილი ქვა ბრბოს ხელში |
მონაწილეთა ასაკი:15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტო-მასალები,ჩანაწერის ბუკლეტები,სტატისტიკის ამსახველი დიაგრამები,ესეები,პრეზენტაციები;
პროექტების საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,კალმები,რვეულები;
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები:მოსწავლეები სწავლობენ ნაწარმოებს,მართავენ საკლასო დისკუსიას,გადიან კლასის გარე-საზოგადოებაში,ხვდებიან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელ,იწერენ ინტერვიუებს,ეცნობიან ადამიანთა შეხედულებებსა და დამოკიდებულებას მათ მიერ წამოჭრილ პრობლემურ საკითხზე.აწარმოებენ ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ მუშაობას.ავსებენ ცხრილებსა და დიაგრამებს,წერენ ესეებს,აკეთებენ პრეზენტაციებს.აკეთებენ ბუკლეტებს სათაურით:სიკვდილი!-არა ,დასჯის გზა!
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.IX.2მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართIX.6.მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
პროექტის ხელმძღვანელი:ეკა გიგოლაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:eka.gigolashvili25@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
No comments:
Post a Comment